რუსეთი „ვიკიპედიის“ რუსული ალტერნატივის შექმნას აპირებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ვიკიპედია არ არის სანდო და საჭიროა მისი ჩანაცვლება.“
მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ახალი რუსული ინტერნეტენციკლოპედია უზრუნველყოფს, რომ ადამიანებმა მოიძიონ „სანდო და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, რომელსაც საფუძვლად მეცნიერულად გადამოწმებული წყაროები დაედება“.
ნოემბრის თვეში პუტინი გამოვიდა ინიციატივით, რომ „ვიკიპედია“ „დიდი რუსული ენციკლოპედიის“ ელექტრონული ვერსიით ჩანაცვლდეს.
ახალი ინტერნეტპორტალი განვითარებაზე რუსეთი 2 მილიარდი რუბლის დახარჯვას აპირებს.
მთავრობა ასევე დააფუძნებს კვლევისა და განათლების ეროვნულ ცენტრს, რომლიც „დიდი რუსული ენციკლოპედიის“ დახვეწაზე იმუშავებს. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა.