რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციის მეორე ფაზის“ მიზნად, დონბასის გარდა, სამხრეთ უკრაინაზე სრულ კონტროლს და ყირიმთან დერეფნის უზრუნველყოფას ასახელებს
რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციის მეორე ფაზის“ მიზნად, დონბასის გარდა, სამხრეთ უკრაინაზე სრულ კონტროლს და ყირიმთან დერეფნის უზრუნველყოფას ასახელებს

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი რუსტამ მინეკაევი უკრაინაში „სპეცოპერაციის მეორე ფაზის“ მიზნად, დონბასის გარდა, სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებასა და ყირიმთან დერეფნის უზრუნველყოფას ასახელებს.

„უკრაინის სამხრეთზე კონტროლი ეს კიდევ ერთი გასასვლელია დნესტრისპირეთზე, სადაც ასევე შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები“, – აცხადებს მინეკაევი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის ხელისუფლება ოპერაციის მიზნად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის მოპოვებას ასახელებდა და მასში არ იყო სამხრეთ უკრაინა ნახსენები.