რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული სააგენტოები ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერდება.
გადაწყვეტილების მიზეზად „სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, ასევე აეროსანავიგაციო საქმიანობისთვის ვადაგადაცილებული დავალიანება სახელდება“.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.