რუსეთი თავის მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს 
რუსეთი თავის მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ევროპისა და აშშ-ის დიდ ქალაქებში საშობაო და საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ტერაქტების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული საფრთხის დონე მაღალია 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდში.

თავის მხრივ, „როსტურიზმი“ ტუროპერატორებს მოუწოდებს, აშშ-სა და ევროპაში გამგზავრების მსურველებს არსებული საფრთხის შესახებ აცნობონ.

ევროპაში ტერორისტული საფრთხის შესახებ მოქალაქეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააფრთხილა.