რუსეთი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების წვრთნებს მართავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი სწავლებაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მარი-ელის რესპუბლიკაში მიმდინარე გეგმური წვრთნების ფარგლებში ხორციელდება ინტენსიური მანევრები „იარსის“ სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით.
სწავლების ფარგლებში მუშავდება აღნიშნული სარაკეტო კომპლექსების 100 კილომეტრის მანძილზე გადადგილების, მათი შენიღბვისა და განლაგების ამოცანები.
ანალოგიური წვრთნები რუსეთის ორ რეგიონში ივლისში ჩატარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი „იარსი“ აღჭურვილია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსი 11 ათასი კილომეტრია.