სომხეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები წვრთნაში მონაწილეობენ. ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
ორმხრივ ტაქტიკურ სწავლებაში ათასზე მეტი სამხედრო და 300 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის ავია გამანადგურებლები და უპილოტო თვითმფრინავები.
სამხედრო მანევრები ერთი კვირის გამავლობაში გაგრძელდება.