რუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს. ნორვეგიის ელჩი რობერტ კვილე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ აცნობეს.
საგარეო უწყებაში ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად აფასებენ, მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ნორვეგიამ 15 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ნორვეგიის ელჩს ასევე აცნობეს, რომ იქნება სხვა ზომებიც ოსლოს ბოლოდროინდელი არამეგობრული მოქმედებების გამო.