რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას მართავს
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას მართავს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას მართავს. მანევრებში რუსეთის ავიაცია და ფლოტიც არის ჩართული.

როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, წვრთნებში 400 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული. მათ შორის, ტანკები და ზალპური ცეცხლის სისტემები „გრადი“.

„1 500-მა სამხედრო მოსამსახურემ ცაბალისა და ნაგვალოუს პოლიგინებზე ჩატარებული მანევრების დროს სამხედროებმა ათასობით იმიტირებული სამიზნე გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანევრებში ჩართულია რუსეთის მეოთხე არმიის ავიაცია და შავი ზღვის ფლოტი.