რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩს ცვლის
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩს შეცვლის. როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, სემიონ გრიგორიევი დიპლომატიურ მისიას ასრულებს და სამსახურს სხვაგან გააგრძელებს.
რუსეთის ხელისუფლებამ სემიონ გრიგორიევი ოკუპირებულ აფხაზეთში ელჩად 10 წლის წინ დანიშნა, როდესაც საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის გაგზავნის რუსეთი აფხაზეთში გრიგორიევის ნაცვლად.