რუსეთი მზადაა, ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის პირდაპირი დიალოგის პლატფორმა უზრუნველყოს
რუსეთი მზადაა, ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის პირდაპირი დიალოგის პლატფორმა უზრუნველყოს.
„ავღანეთში სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალისხმევის გამოცდილება აჩვენებს, რომ პრობლემების ძალით მოგვარება არაეფექტური მცდელობაა. ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მეზობელი რეგიონების მშვიდი განვითარების გეგმების განხორციელებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
18-19 იანვარს ნიუ-იორკში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასა და ავღანეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.