რუსეთი ფრენებს ანახლებს ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და ყატარის მიმართულებით
რუსეთი ოთხ ქვეყანასთან ფრენებს ანახლებს. 27 იანვრიდან ფრენები მოსკოვიდან ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და ყატარის დედაქალაქების მიმართულებით აღდგება. რუსეთის დედაქალაქიდან ამ მიმართულებით ფრენები პანდემიის პირველი კვირიდან შეჩერებული იყო. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ფრენების აღდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე განიხილეს. როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ამ ოთხ ქვეყანაში ფრენების აღდგენისთვის ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსუს 3.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 65 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.