რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს
რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს

რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, „გაზპრომმა“ ავსტრიას შეატყობინა, რომ გაზის მიწოდება შაბათს, 16 ნოემბერს შეჩერდება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეჩერება ქვეყნის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან გაზის მიწოდება ავსტრიისთვის მოხდება გერმანიიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან.

ექსპერტების აზრით, გაზის მიწოდების შეჩერება გამოიწვევს ენერგეტიკულ კრიზისს ავსტრიაში, ამის პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა ისედაც რეცესიაშია ჩავარდნილი.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთის მიერ ავსტრიისთვის გაზის მიწოდების შეჩერება ნიშნავს, რომ ის ახლა გაზის მნიშვნელოვან მოცულობებს მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკეთს მიაწვდის.

ცნობისთვის, მანამდე ავსტრიულმა კომპანია OMV-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იყო გაფრთხილება რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ. კომპანიამ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსულ „გაზპრომთან“ დავა მოიგო და საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ კომპანიას 230 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.