რუსეთი აშშ-ს ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ჩაყვანაში ადანაშაულებს
რუსეთი აშშ-ს ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ჩაყვანაში ადანაშაულებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, მოსკოვში გააჩნიათ მტკიცებულება, რომ აშშ-ს ავღანეთის „ისლამური სახელმწიფოს“ პლაცდარმად გადაქცევა სურს.
„ჩვენ უფრო მეტი ფაქტი გვხვდება, რომ ამერიკელებს ავღანეთსა და ერაყში გადაჰყავთ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სამყაროს“ მებრძოლები. ეს შემაშფოთებელი ფაქტებია. ამის შესახებ შევატყობინეთ შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს და ამერიკელებსაც“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
მისივე მტკიცების, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას, რაც ცენტრალურ აზიაში რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორებს და მოკავშირეებს აშფოთებთ.