რუსეთი აშშ-ის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია
რუსეთი აშშ-ის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

რუსეთი აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებით სერიოზულად შეშფოთებულია,- ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მოსკოვში ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილებები აღქმულია სერიოზული შეშფოთებით. გამოვდივართ იქიდან, რომ პალესტინა-ისრაელის ძველი კონფლიქტის სამართლებრივი და საიმედო დარეგულირება უნდა იყოს მიღწეული ცნობილ საერთაშორისო-სამართლებრივ საფუძველზე, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებზე, რომლებიც ითვალისწინებს პალესტინა-ისრაელის მოლაპრაკებების შედეგად პალესტინური ტერიტორიების საბოლოო სტატუსის ყველა ასპექტის დარეგულირებას, მათ შორის იერუსალიმის ძალიან სენსიტიურ საკითხის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.