რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 28-30 მარტს თურქეთში გაიმართება
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.
„დღეს, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დროს, რომელიც ვიდეოფორმატში გაიმართა, გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დელეგაციების მონაწილეობით პირისპირ გაიმართება თურქეთში 28-30 მარტს“, – განაცხადა არახამიამ.