რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
ამასთან, მოლაპარაკებების დაწყებამდე მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მათი პოზიციები უცვლელია – მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა და ყველა რუსი ჯარისკაცის უკრაინიდან გაყვანა.
„მოგესალემებით, უკრაინელებო. ჩვენთან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენ ვიცავთ უკრაინას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენმა შვილებმა გააცნობიერონ, როგორ უკრაინაში ცხოვრობენ. რამდენიმე წუთში იწყება მოლაპარაკებები რუსულ დელეგაციასთან. ჩვენ ვეცდებით, გავაგებინოთ მათ, რომ ახლა ომის მეცხარამეტე დღეა. ეს არის უკრაინელების დიდი გმირობის მეცხრამეტე დღე. ჩვენი პოზიციები უცვლელია – მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა რუსი ჯარისკაცის გაყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, ვისაუბროთ პოლიტიკურ დარეგულირებაზე. უკრაინა არის ასობით ათასობით ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს წირავს, რათა სამშობლო დაიცვას, ამიტომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.