რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე ბოლო ფრენები ხვალ შესრულდება
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე ბოლო ფრენები ხვალ შესრულდება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე ბოლო ფრენები ხვალ შესრულდება.

რეისს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით (თბილისი-მოსკოვი) 7 ივლისს, 03:05 საათზე ავიაკომპანია „აეროფლოტი“ განახორციელებს.

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენას კი, 7 ივლისს, 02:30 საათზე ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს (სანქტ-პეტერბურგი-თბილისი).

რუსეთის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან პირდაპირ ავიაფრენებს ქვეყნებს შორის ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია შეაჩერებს.