რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ამასთან, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.