რუს დიპლომატებს ნორვეგია, ლუქსემბურგი და საბერძნეთიც აძევებენ
რუს დიპლომატებს ნორვეგია, ლუქსემბურგი და საბერძნეთიც აძევებენ

დღეს რუს დიპლომატებს ქვეყნიდან კიდევ სამი ქვეყანა – ნორვეგია, ლუქსემბურგი და საბერძნეთი აძევებს. საბერძნეთიდან დიპლომატიური კორპუსის 12 წევრი, ნორვეგიიდან სამი, ხოლო ლუქსემბურგიდან ერთი  დიპლომატი დატოვებს ქვეყანას.

მიმდინარე კვირაში რუსი დიპლომატები ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გააძევა.

საერთო ჯამში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-დან და ევროკავშირიდან 250-ზე მეტი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.