რუს ანალიტიკოსს FBI-ისთვის დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე აშშ-ში ბრალი წაუყენეს
რუს ანალიტიკოსს FBI-ისთვის დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე აშშ-ში ბრალი წაუყენეს

ამერიკის შეერთებული შტატებში ბრალი წაუყენეს რუს ანალიტიკოს იგორ დანჩენკოს. მას გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.

იგორ დანჩენკოს ბრალად ედება FBI-სთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც იმ მასალების წყაროებს ეხებოდა, რომელიც მან ბრიტანულ საგამოძიებო ფირმას მიაწოდა, რომელმაც დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირებზე დოსიე მოამზადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანჩენკომ ცრუ განცხადება გააკეთა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ანონიმური წყაროსგან მიიღო და რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპს გამარჯვებაში რუსეთი ეხმარებოდა.

გამოძიების განცხადებით, დანჩენკომ იცოდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.