„დი სი იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი ინგლისში დღეს ჩაფრინდება, – იტყობინება „სქაი სპორტს“ (Sky Sports).
„მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი „დერბისთან“ მოლაპარაკებებს გამართავს. მოსალოდნელია, რომ 33 წლის ფეხბურთელი ფილიპ კოკუს გუნდში მოხვდება და გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.
რუნის ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს.„დი სი იუნაიტედს“ მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ყავს, იგი ჩინეთში მოასპარეზე ნორვეგიელი ოლა კამარაა.