„რუმს ჰოტელთან“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ავტობუსი შევიდა, რომელსაც აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს
სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ავტობუსი შევიდა.
პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული. აქციის მონაწილეები ავტობუსს კვერცხებს ესვრიან.
სამართალდამცველებმა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ჟურნალისტი და მისი სტუმრები სასტუმროდან ჯერ არ გამოსულან. სასტუმროდან მათი ბარგი უკვე გამოიტანეს.