რუმინეთში, უკრაინის საზღვართან რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ტულჩეას მხარეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილი ფრაგმენტები ახლა „კანონის შესაბამისი პროცედურების თანახმად“ ექსპერტიზას გადასცეს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნამსხვრევები დასახლებული პუნქტების გარეთ აღმოაჩინეს და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
გასულ ღამეს რუმინეთის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, ორი რუსული „შაჰედი“ შეიჭრა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მოწოდება გასცა, კერძოდ, რუმინეთის საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობა.