რუმინეთში სასამართლო სისტემის რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართება
რუმინეთში სასამართლო სისტემის რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართება.
აქციის მონაწილეები ცვლილებების შესახებ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, გარკვეულ კორუფციულ დანაშაულებზე აღარ განხორციელდება სისხლის სამართლის დევნა და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განიხილება. ასევე პრეზიდენტს შეეზღუდება გენერალური პროკურორისა და ანტიკორუფციული სამმართველოს მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება.
საპროტესტო გამოსვლები რუმინეთში წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მანამდე მოქალაქეები უკვე მიღებულ საგადასახადო რეფორმას აპროტესტებდნენ.