რუმინეთში პირველად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის პოსტს ქალი დაიკავებს
რუმინეთში პირველად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის პოსტს ქალი დაიკავებს. ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვიორიკა დანჩილას კანდიდატურას ხელი მოაწერა.
დანჩილა რუმინეთის მესამე პრემიერი და ქვეყნის პირველი ქალი ლიდერი ხდება.
ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ იოჰანისმა ეს არჩევანი ქვეყანაში არსებული კორუფციის აღმოსაფხვრელად გააკეთა.
ევროპარლამენტარი დანჩილა მიჰაი ტუდოსეს ჩაანაცვლებს, რომელსაც კორუფციული სკანდალის გამო მოუხდა თანამდებობიდან წასვლა.
დანჩილა „სოციალ-დემოკრატების” ლიდერ ლივიუ დრაგნეს მოკავშირეა. სწორედ დრაგნესთან კონფლიქტის გამო გადადგა რუმინეთის ყოფილი პრემიერი მიხაი ტუდოსი.
დაპირისპირება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ლივია დრაგნიასა და პრემიერ-მინისტრს შორის რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გარშემო ამტყდარი სკანდალის გამო წარმოიქმნა, რომლის თანამდებობიდან გადადგომასაც ტუდოსე ითხოვდა. სოციალ-დემოკრატების ლიდერი კი ამ ცვლილების წინააღმდეგი იყო.