რუმინეთში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, შეზღუდვების გამკაცრება „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
ახალი შეზღუდვების თანახმად, ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, ხოლო ბარები 23:00 საათზე დაიკეტება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რუმინეთში „კოვიდ-19“-ის 47 053 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათ შორის დაიღუპა 2 239 ადამიანი.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.