რუმინეთში უკრაინული პორტების სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციის საკითხს განიხილავენ
რუმინეთში უკრაინული პორტების სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციის საკითხს განიხილავენ

რუმინეთში, მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტების სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციაზე ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი უკრაინულ პორტებზე რუსეთის გახშირებული იერიშებია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩატალკიოს მერი აცხადებს, რომ ესაუბრა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს და სოფელ პლაურუს მოქალაქეების სავარაუდო ევაკუაციის საკითხი განიხილა. პლაურუ უკრაინის პორტ იზმაილთან ახლოს მდებარეობს.

მერი გამოდის ინიციატივით, რომ დასახლებიდან სხვა ადგილას გადასვლის მსურველი მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყონ.

როგორც ცნობილია, 4 სექტემბერს უკრაინაში განაცხადეს, რომ დუნაის პორტებზე რუსეთის თავდასხმის დროს უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუმინული მხარე ამ ინფორმაციას თავდაპირველად უარყოფდა, თუმცა 6 სექტემბერს რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ დრონის ფრაგმენტები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.