რუმინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით 111-ით მეტია.
რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი პირველ ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვირუსის შემთხვევების მატების გამო ის ორი კვირით გადაიდო.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუმინეთში „კოვიდ-19“-ის 26 970 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 651 ადამიანი.