რუმინეთში „კოვიდ19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვლილია 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
პაციენტს ვირუსი 18 მარტს დაუდგინდა.
ის ქალაქ კრაიოვას საავადმყოფოში მკურნალობდა.
რუმინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სულ 367 ადამიანია.
ქვეყანაში 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.