რუმინეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუმინეთში კორონავირუსული ინფექციის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ამის შესახებ რუმინეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
ქვეყნის ხელისუფლებამ „საგანგაშო რეჟიმის“ მოქმედება აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუმინეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 40 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 2 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამხრეთ ევროპაში და ბალკანეთზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს.