რუმინეთმა კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა მოაწერა ხელი.
„ეს მნიშვნელოვანია, რათა ზომები, რომლებიც უნდა მივიღოთ, დროულად ამოქმედდეს და ბრძოლა ყველა ინსტრუმენტების გამოყენებით წარიმართოს, რასაც კანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა მეტი რესურსის გამოყოფის საშუალებას იძლევა და კრიზისის მართვა უკეთესად იქნება შესაძლებელი.
რუმინეთის კონსტიტუციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება პრეზიდენტს აქვს, თუმცა ეს დადგენილება პარლამენტმა ხუთი დღეში უნდა დაამტკიცოს.
რუმინეთში 16 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 139 შემთხვევაა დადგენილი. გამოჯანმრთელდა ცხრა ადამიანი.