რუმინეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია დაინფიცირების 1 713 შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუმინეთში ვირუსი სულ 107 011 პაციენტს დაუდასტურდა, მათ შორის 4 285 გარდაიცვალა, ხოლო 50 ათასამდე გამოჯანმრთელდა.
„გარდიანი“ ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის მასშტაბით, ახალი შემთხვევების მატების მაჩვენებლით, რუმინეთი რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია, ესპანეთთან, საფრანგეთთან, და ჩეხეთთან ერთად.