რუმინეთში ქალაქ ტიმიშოარაში კორონავირუსი ათ ახალშობილს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ნელი ტერარუმ გააკეთა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ჩვილები ერთ საავადმყოფოში არიან და მათ ვირუსი სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან გადაეცათ.
მანამდე ახალი კორონავირუსის დიაგნოზი ამავე საავადმყოფოს ექვს ექთანს დაუსვეს.
აღსანიშნავია, რომ ცხრა ახალშობილი დედასთან ერთად საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და მათი ტესტის პასუხი ამის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, საავადმყოფოში, სადაც ახალშობილები დაინფიცირდნენ, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რათა დაავადების გავრცელება არ მოხდეს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოს მენეჯერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რუმინეთში ამჟამად „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს 4 417 ადამიანს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცავალა 184 ადამიანი.