რუმინეთში გრიპის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე რეკომენდაციით, ბაღებში, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარება დაიწყეს, რათა ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულების უმეტესობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია. ექიმების თქმით, ამჟამად ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინების დეფიციტია.
გასულ კვირას რუმინეთში რესპირატორული ინფექცია 90 000-ზე ეტ ადამიანს დაუდგინეს. ჯანდაცვის სამინისტროში გრიპით დაავადების შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ. ზოგიერთ საავადმყოფოში გამოცხადებულია კარანტინი.