რუმინეთში ფერმერები არ ატარებენ სატვირთო მანქანებს „სირეტის“ საგუშაგოზე, რომელიც უკრაინული „პორუბნოეს“ მოპირდაპირედ მდებარეობს
რუმინეთში ფერმერები არ ატარებენ სატვირთო მანქანებს „სირეტის“ საგუშაგოზე, რომელიც უკრაინული „პორუბნოეს“ მოპირდაპირედ მდებარეობს

რუმინეთში ფერმერები არ ატარებენ სატვირთო მანქანებს „სირეტის“ საგუშაგოზე, რომელიც უკრაინული „პორუბნოეს“ მოპირდაპირედ მდებარეობს.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, ფერმერების მიერ ბლოკირების მიზეზები და სავარაუდო ხანგრძლივობა ამ დროისთვის უცნობია.

„ამჟამად უკრაინაში გადასასვლელად ელექტრონულ რიგში, დაახლოებით, 825 სატვირთო მანქანაა რეგისტრირებული“, – აცხადებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში.

ამასთან, მსუბუქი ავტომობილების, სამგზავრო ავტობუსებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუმინეთი უკრაინული პროდუქციის ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და საზღვაო გზების ბლოკადის დაწყების შემდეგ.

რუმინეთის როლი გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, ასევე პოლონეთის მიერ უკრაინის საზღვარზე რამდენიმე საგუშაგოს ბლოკადის დაწყების შემდეგ. ცნობისთვის, დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და პოლონეთის მთავრობები შეთანხმდნენ საზღვრის განბლოკვის სამოქმედო გეგმაზე, მაგრამ სრული განბლოკვა ჯერ არ მომხდარა.