რუმინეთში, ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი
რუმინეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 45 პროცენტი აქვს დამწვარი.
შესაბამის ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi24 ავრცელებს.
აფეთქება ქალაქ კონსტანცასგან 25 კილომეტრში მდებარე ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში დღეს ადგილობრივი დროით დაახლოებით შუადღეს მოხდა.
„პეტრომიდიას“ ქარხანაში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 100 მეხანძრე მონაწილეობდა. ამჟამად ხანძარი ჩამქრალია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა, გამსკდარი მილი ყოფილიყო.