რუმინეთში დაგეგმილი სამართლებრივი რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
რუმინეთში დაგეგმილი სამართლებრივი რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ბუქარესტში პარლამენტის შენობის წინ 12 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, აქციები რუმინეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
ამჟამად რუმინეთის პარლამენტი რეფორმების პროექტს განიხილავს, რომელიც კორუფციის საქმეებზე მომუშავე პროკურატურის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, პროკურატურა ვერ გამოიძიებს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმეებს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს კონტროლი პროკურორებზე გაფართოვდება.