რუმინეთში ავტომობილი სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, დაშავდა შვიდი ადამიანი
რუმინეთის ქალაქ ბრეილაში ავტომობილი სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა. დაშავდა შვიდი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
ჟურნალისტების ცნობით, დაკავებულია 20 წლის მძღოლი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
შვიდი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Reuters-ის ცნობით, სავაჭრო ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა ჩხუბი, რა დროსაც მძღოლმა მეზობელი დანით დაჭრა და კიდევ ორ ადამიანს დაესხა თავს. მათ დანით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ.