რუმინეთში ადასტურებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
რუმინეთში ადასტურებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

რუმინეთში ადასტურებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. როგორც ანჯელ ტილვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, სპეციალისტებმა რუმინულ დასახლება პლაურთან მიაგნეს ნამსხვრევებს, რომლებიც რუსული დრონის ნაწილებს ჰგავს.

ცნობისთვის, თავდაპირველად ბუქარესტში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოხდა რუსული თავდასხმების სერია, რომლებიც მიმართული იყო უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურისა და საცავების წინააღმდეგ. ვფიქრობ, მეტი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ გვექნება მეტი სადამკვირვებლო პუნქტი, მეტი პატრული გვეყოლება“, – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა.

4 სექტემბერს უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ უკრაინულ პორტებზე რუსეთის თავდასხმის დროს რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.