რუმინეთში 11-დან 22 მარტამდე სასწავლო პროცესი შეწყდება. გადაწყვეტილება რუმინეთის მთავრობის მეთაურმა ლუდოვიკ ორბანმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო.
რუმინეთის ხელისუფლების განცხადებით, სკოლების დახურვა პროფილაქტიკური ნაბიჯია.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუმინეთის მოქალაქეები, იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას აპირებენ. ჩვენ ვიცავთ ბავშვებს დაინფიცირების საფრთხისგან“, – განაცხადა რუმინეთის მთავრობის მეთაურმა.
ამჟამად რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.