რუმინეთმა რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე, ალექსეი გრიშაევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუმინეთმა რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე, ალექსეი გრიშაევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი დიპლომატის საქმიანობა და მისი ქმედებები 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ რუსულ მხარეს ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის ელჩის, ვალერი კუზმინის მეშვეობით აცნობა, რომელიც სამინისტროში გამოიძახეს.