რუმინეთმა მოლდოვას ზამთრის პერიოდისთვის შეშა გაუგზავნა. 2 100 კუბური მეტრი შეშა მოსახლეობის დაუცველ ფენებს: ომის ვეტერანებს, 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ლტოლვილების მასპინძელ ოჯახებს და განთავსების ცენტრებს გადაუნაწილდება.
რუმინეთიდან შეშა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა შეიძინა, რომელიც უფასოდ განაწილდება.
შეშა მერიებში გადანაწილდება, იქიდან კი პროგრამაში ჩართული ადამიანები მიიღებენ. მედიის ინფორმაციით, ეს არის რუმინეთიდან შეძენილი ხე-ტყის პირველი ტრანში, საჭიროების შემთხვევაში კი სხვა მოცულობების ხელშეკრულება გაფორმდება.