რუმინეთისა და საქართველოს დაპირისპირება პირველ არხზე | რაგბი ევროპის ჩემპიონატი
რუმინეთისა და საქართველოს დაპირისპირება პირველ არხზე | რაგბი ევროპის ჩემპიონატი

რუმინეთისა და საქართველოს რაგბის ნაკრებებს შორის 2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩი მიმდინარეობს – რეპორტაჟის ხილვა საქართველოს ფარგლებში შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

„მუხები“ ტურნირის ფავორიტებს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან და გამარჯვების იმედი აქვთ.

საქართველოს ნაკრები პირველი მატჩისთვის ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. „ბორჯღალოსნების“ ბურჯის, ლევან ჩილაჩავას აზრით, მატჩის ბედს შერკინებაში მოპოვებული უპირატესობა გადაწყვეტს და ქართველი მორაგბეები ყველაზე აქტიურად სწორედ ამ კომპონენტში ვარჯიშობდნენ.

გარდა ამისა, მატჩს დამატებითი დატვირთვაც აქვს. რუმინეთი-საქართველოს სარაგბო შეხვედრა ორ ქვეყანას შორის 300-წლიან ურთიერთობებს მიეძღვნება. ტრადიციულად, გუნდები „ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც“ იბრძოლებენ, რომელიც ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან თამაშდება.

კლუჟის სტადიონზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების წევრები მატჩამდე სპეციალური ლოგოიანი მაისურით გამოვლენ, რომელზეც ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინ პრინკოვეანუს ფოტოებია დატანილი.

რუმინეთი-საქართველოს მატჩი 9 თებერვალს კლუჟში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი გთავაზობთ.

Live