რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ მმართველი პარტიის ლიდერის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა
რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ მმართველი პარტიის ლიდერის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა

რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ლივიუ დრაგნეას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. მას ქვედა ინსტანციის სასამართლომ კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლივიუ დრაგნეა რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა.

დრაგნეამ, რომელიც რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერია, სასამართლო განაჩენი გასულ წელს გაასაჩივრა.

დრაგნეა ასევე წარსულში არჩევნების გაყალბებისთვის არის ნასამართლევი.

დატოვე კომენტარი