რუმინეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როცა უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან
ნატო-ს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როდესაც უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა განაცხადა.
„B9-ის სახელმწიფოები ღრმად არიან შეშფოთებული ნატო-ს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტების განმეორებითი შეჭრით. ამიტომ საჭიროა ძლიერი, კოორდინირებული რეაგირება მოკავშირეთა დონეზე“, – განაცხადა ანგელ ტილვარმა.
სექტემბრის დასაწყისში ნატო-ს ქვეყნებმა – რუმინეთმა და ლატვიამ მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლის ფაქტი დააფიქსირეს.
რუმინეთს უკრაინასთან 650 კმ-იანი საზღვარი აქვს.