რუმინეთის შავი ზღვის კურორტები პირველი ივნისიდან დამსვენებლებს მიიღებენ
რუმინეთის შავი ზღვის კურორტები პირველი ივნისიდან დამსვენებლებს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. პირველი ივნისიდან მუშაობას განაახლებს 100 სასტუმრო.
წინასწარი პროგნოზების მიხედვით, რომელსაც ტურიზმის ასოციაცია ავრცელებს, ივნისის დასაწყისიდან ზღვაზე დასასვენებლად გამგზავრებას რუმინეთის 10 000 მოქალაქე აპირებს.
პირველი ივნისიდან მუშაობას განაახლებენ ასევე ღია ბარები, კაფეები და რესტორნები, ხოლო 15 ივნისიდან რუმინეთში დაშვებული ყველა რესტორნის ამუშავება.