რუმინეთის სენატის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველო ევროპული ცივილიზაციაა და, ვფიქრობ, დროა, გაიხსნას გაფართოების მოლაპარაკებები
მოხარული ვარ, რომ ჩვენს ანგარიშში საუბარია საქართველოს მიერ გაწეულ პროგრესზე. მე თქვენი ქვეყნის მეგობარი ვარ და ვხედავ, რომ საქართველოსა და მოლდოვაზე არის ჩანაწერები იმ ფონზე, როდესაც გაფართოება ევროკავშირისთვის ერთ-ერთი სამომავლო პრიორიტეტია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რუმინეთის სენატის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვასილე დინკუმ განაცხადა.
რუმინელი დეპუტატმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ტალინშიც განვიხილეთ საქართველოს უსაფრთხოება, რადგან შავი ზღვის რეგიონი და რეგიონის უსაფრთხოება არა მარტო ნატოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩვენს, ევროპულ უსაფრთხოებასაც ნიშნავს. საქართველო ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოხარული ვარ საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესით, რომელზეც ანგარიში საუბრობს. საქართველო ევროპული ცივილიზაციაა და, ვფიქრობ, დროა, საქართველოსთანაც გაიხსნას გაფართოების მოლაპარაკებები და ეს პროცესი – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის წარიმართოს ერთად, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთთან“, – განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა.