რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები უკანონოდ გამოაცხადა
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები უკანონოდ გამოაცხადა.
საქმე ეხება 300 000-ზე მეტ ჯარიმას, რომელიც პოლიციამ დამრღვევ მოქალაქეებს გამოუწერა.
ჯარიმების საერთო მოცულობა 120 მილიონ ევროს აღწევს.
ამასთან, ერთად რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა პრეზიდენტის მიერ საგანაგებო მდგომაროების გამოცხადების შესახებ გამოცემული განკარგულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტს მსგავსი განკარგულების გაცემის უფლებამისლება არ აქვს.
სასამართლოში განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად საჭირო იყო პარალმენტის თანხმობა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუდოვიკ ორბანმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „შოკისმომგვრელია“.
მის თქმით, ამიერიდან პოლიცია კარანტინის რეჟიმის დარმღვევების დაჯარიმებას, სავარაუდოდ ვეღარ შეძლებს.