რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება.
ამის შესახებ რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბოგდან აურესკუმ სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ დაწერა.
„მოუთმენლად ველოდები ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყოვლისმომცველ შეხვედრას, სადაც ფოკუსირება მოხდება რამდენიმე საკითხზე. მათ შორის საქართველოზე, ევროკავშირისა და ინდოეთის ურთიერთობებზე, მიანმარზე, ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, მოზამბიკზე და პოსტ-კოტონოუს შეთანხმებაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ეთიოპიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და ჩართულობა გვექნება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.