რუმინეთის საგარეო უწყება - რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის 13 წლისთავს. რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.